logo
ENG



"ახალი საქართველო" ომბუდსმენს მოუწოდებს სოციალური შემწეობის შეჩერების საკითხი მოიკვლიოს

02 ნოე 201915:56
3 წუთის საკითხავი
 
bwj1aq0fndk489s.jpg

"ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს მიმართავს.

ჭალიძეს სურს, რომ ომბუდსმენმა სოციალური შემწეობის დროებითი შეჩერების საკითხი მოიკვლიოს. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ 6 თვის განმავლობაში, 45 000-მდე ადამიანს შემწეობა 3 თვით შეუჩერა, რადგან, როგორც ჭალიძე აცხადებს, ბენეფიციართა მონაცემებში ცვლილების დაფიქსირების შემდეგ, უწყებამ ოჯახების არაგეგმური შემოწმება გადაწყვიტა.

თეონა ჭალიძე მოითხოვს, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადამოწმების პროცესის დასრულებამდე შემწეობა არ შეუწყდეთ. "ახალი საქართველოს" წარმომადგენელი ნინო ლომჯარიას საკითხით დაინტერესებასა და ხელისუფლებისთვის რეკომენდაციის მომზადებას სთხოვს.

 


close დახურვა